ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2026


წერილები (სამი მინიმა)

  <<>>

როცა წვიმები აცოცხლებენ მინდვრად სამყურებს,
შენ უჩემობას რითი აპურებ?

      <<>>

გწერ: "აღარ მიჭირს შენზე დავწერო".
გიგზავნი ფოსტას,
მერამდენედ... უმისამართოდ...

    <<>>

ქარებს გაუძლო მინდვრად მყოფმა ყაყაჩოებმა,
მაგრამ ვერაფრით გადაურჩა ხელით შეხებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები