ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2026


მშობლობის წესი

გხედავდი, მაგრამ ვერ კი ვამჩნევდი,
როგორ ათევდი ღამეს ჩემს ნაცვლად.
მოსვენებას და ლხენას მაჩვევდი,
რაც გიჯდებოდა სისხლისგან დაცლად.

ეგ ნაოჭები შენს საფეთქლებზე
ჩემი ცხოვრების ანარეკლია.
შენ დღენიადაგ ფიქრობდი ჩემზე,
მე კი, გიწნავდი გვირგვინს ეკლიანს,

რადგანაც მშობლებს, მათი შვილები -
უკლებლივ ყველა - ასე ვექცევით.
მერე კი, ნული გამოცდილებით
მშობლობის ჭაპანს თავად ვეწევით

და სხვის ღამეებს ახლა ჩვენ ვათევთ, -
თან ასე ვიმკით, რაც გვითესია,
ვისტუმრებთ ვალებს, სხვისი რომ გვმართებს,
მოგვწონს თუ არა, წესი - წესია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები