ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2026


Adios ,კარგად !

მოგენატრები,
გული მიგრძნობს, ერთ დიდ და უკუნ
ზაფხულის ღამეს,
ვარსკვლავებით და მთვარის შუქით
ცის მოჩახჩახე თაღის  ძირში დაიწყებ სლუკუნს
და დარწმუნდები, არ ყოფილხარ იმაზე უკეთ:
ვიდრე ვიყავით ერთმანეთთან , ხომ გახსოვს , ბოლო
სიტყვები, როცა  მივახალეთ ერთმანეთს ზიზღით.
მე ისევ ლექსის გაულეწავ კალოზე ვცხოვრობ.
მოდი, იტირე, აქ იტირე, ერთ სკამზე ვისხდეთ.
მოგისმენ,ლანძღე საკაცეთი , სავეფხვე, სამგლე!
აი, თუ გინდა მეგაფონი , იყვირე მიდი:
აი, ფურცელი , ხომ ეყოფა ბოლომდე ნაკლებს,
რომლებსაც ჩემში ,სამწუხაროდ,ეძებდი , თვლიდი.
გაზაფხულია, რა მახინჯი თოვლია მარტის,
კომპოზიცია - მორიკონე ან თუნდაც ,როტა.
ძნელია ,ხშირად შენ კლასიკურ იმიჯს რომ გავდე,
ამიტომ , აი, ვიგინები , ჰო , დედაც მოვ@ან,
ყველაფრის სადაც უჩემობა სახლობს და ყვავის ,
სადაც მე არ ვარ, სადაც ვიღაც უბერავს კანკანს.
კარგად იყავი, სამახსოვროდ გიტოვებ ყვავილს ,
adios,
ჩემო მეგობარო , ნახვამდის ,
კარგად !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები