 | ავტორი: შენგელია ჯანო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 2 მარტი, 2026 |
რა საოცარი ამინდია, მზე და ჩიტები სველ ტროტუარზე მომავალი ზანტად მახარა სულ ერთი ბეწო, ერთი ციდა, წამით მჭირდება ბოთლა არაყი, ნუგეში და ცოტა სამხარი.
მთებმაც ნისლები დაიფერთხეს, (მარტო ვერაზე) ქარის მოტანილს ქარს გავატან რამე რომ იყოს.. და ტყუილების ნაირ-ნაირ გამოფენაზე მე შემიძლია წაგებული ომიც მოვიგო .
ახლა კი ვდარდობ, სიგარეტიც არა დამრჩა რა სანთებელამაც ამოწურა თავი დროებით, მომიხდებოდა დუელი და ძველი დამბაჩა ლექსებს რომ ვწერდე, (მიზიდავდნენ მღვრიე მდორენი)
ამ უსაოცრეს ამინდებში, ამ უნეტარესს უსასუფევლო გლახაკებთ გარშემორტყმული, კაცის დამღუპველ სისუსტეებს ისევ ვეწამლე ისევ ლოთებთან ბარაკებში ჩემი გომური
რა ლამაზია..რა ცუდია, რა სურნელია, და რა კარგია ეს ქვეყანაც კი და არათი.. მე ვიგვიანებ იმ თვალებთან რომ არ მელიან იმ მთებს და ზღვებს ვსდევ სულ რომ სხვებს აქვთ გადასალახი.
თუ ეს მუხლები, ეს ყინვები, ეს ტკივილები დაღლილი კაცის უიმედოდ მკრთალი სიტყვები... დროდადრო ვუსმენ არსებობის მძიმე ყივილებს და იტარიმთა მანათობელ იმედს მივყვები....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგა ხანს ვარკვიე იტარიმების ვინაობა :)
"ამ უსაოცრეს ამინდებში, ამ უნეტარესს უსასუფევლო გლახაკებით გარშემორტყმული"-რა საოცრად ჟღერს ეს ფრაზა.
კარგა ხანს ვარკვიე იტარიმების ვინაობა :)
"ამ უსაოცრეს ამინდებში, ამ უნეტარესს უსასუფევლო გლახაკებით გარშემორტყმული"-რა საოცრად ჟღერს ეს ფრაზა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|