ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2026


გეცოტავები

გაზაფხულამდე ჯერ ადრეა ,ჩემო ძვირფასო.
ჯერ მარტი მოვა .წვიმები გვაქვს გადასატანი
და რამდენ ზამთარს გავუძელით,აბა ვის ახსოვს,
ან ვის ადარდებს,როგორ მივალთ ახლაც მარტამდის.
შენ რომ არ გესმის ჩემი ზოგჯერ,ისე რთულია.
რომ ჩემს სიტყვებში სხვა აზრს ეძებ,თითქოს ვმალავდე.
რომ დღეს სხვა ვიყო,სხვანაირი მქონდეს გული და
გამოვიცვალო გეშინია ,თითქოს ხვალამდე.
მუდამ წიგნივით გადაშლილი, შენ წინ ფურცლებად,
სულ ვიყავი და ჩემს კითხვაში ისე დაები,
რომ აღარ დამრჩა მარტო სუნთქვის თითქოს უფლება,
პირთამდე სავსეც, ზოგჯერ ისე გეცოტავები ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები