ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2026


ვისაც აღარ ჰყავს დედა

ვისაც არა ჰყავს დედა

თვალებს აფაფხულებს მარტი,
ღიმილი იებად სცვივა,
ვისაც დედა ჰყავს გვერდით,
მას არასოდეს სცივა.
დედების გულია მტკიცე,
მართლაც ღადარივით ცხელი,
თბილია კალთა დედის,
სამყაროსავით ვრცელი.
დედის ღიმილია თვით მზე,
ცრემლია საოცრად მძიმე,
ისე იცხოვრე, დედა
არ შეგიგინოს ვინმემ.
დედის საფლავზეც სიო,
დაჰქრის ალერსად შვილის,
მლოცველი არის იქაც,
მისი მოდგმის და ძირის.
თვალებს აფაფხულებს მარტი,
ღიმილი იებად ცვივა,
ვისაც აღარ გვყავს დედა,
ვაი, რომ მუდამ გვცივა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები