ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2026


თქვა დებორამ სევდიანმა (შექსპირული სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

თქვა დებორამ სევდიანმა
(შექსპირული სონეტი)

დასრულდება გლოვა ესე, მიაშურებს  მრევლი კერას,
მარხვაა და სააღდგომოდ  თადარიგის მართებს ჭერა.
ამა ზამთრის გადამტანებს
მარტმა  კაბა შეუკერა,
ვისაც რამე ეჭვი ჰქონდა, ყველაფერში დააჯერა.

რწმენას სხვისას  ვინც აგდებას მოუნდომებს აქ აბუჩად,
პოლიტიკურს ეძებს ქულებს, ენამჭევრობს,  ბრძენობს ძალით,
გაიხედოს, მრევლით როგორ ავსებულა ყველგან ქუჩა,
შორს - ყოველი უკეთური, შორს - ყოველი ამორძალი!

მოდის ერი ოთხივ კუთხივ და  ნაკადებს არ აქვს ტევა, 
რაღაც დროით ტირის  ყველა, რაღაც დროით შეწყდა ლხენა,
შეწყდა ბრძოლაც -  რაღაც დროით, ყველამ ყველას მიუტევა.
ერი-ბერი დათიშული, ჭირმა ერთად დააყენა.

თუმცა … ვეტყვი, მას,  ვინც წასულს შესანდობი - აპატია,
აღტყინებას  მუდამ მოსდევს მთელი ერის  აპათია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები