დახლთან ვდგავართ. მე. ბებია. პაპა. ორივეს ვცობ, მაგრამ არ ვიცნობ. მინებს იქით, ტკბილეული აწყვია. მინებს აქეთ, ჩვენ ვართ. პაპა საჩუქარს არჩევს. ვიცი რომ ფული არ აქვს. ისეთი დროა, ფული არავის აქვს... თუმცა, მაღაზიები სავსეა ტკბილეულით. თოჯინებით და ფუმფულა სათამაშოებით. ქინდერები ჩემსკენ იყურებიან. მე თვალს ვარიდებ. არ ვიმჩნევ რომ ვვარსებობ. არ მინდა შემეტყოს, რომ ბავშვი ვარ და ტკბილეულისკენ თვალი გამირბის. რადგან დროა ასეთი. ბნელი. უფერო. უბრალოდ მინდა სახლში მალე მივიდეთ.
პაპა, ყვავილის ფორმის, იისფერ მინის ლარნაკს ყიდულობს...