ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2026


მასხარა

ცაში ხევები დახატულან ისევ დაისად,
აქ მარტოობის ეჟვანივით გადარეული,
დავდევდი ფიქრებს გადმოფენილს აქაც მაისად,
დავდივარ მშვიდი მაგრამ აქაც მე მთვარეული,
ეს სილაჟვარდე უსაფუძვლოს ისევ მიქადის,
და სიკვდილივით დაზაფრული ჩემი ხეობა,
შიშია გულის და სამყაროს გავხრავ სიქამდის,
დავკარგე გონი მაგრამ არა ჩემი ზნეობა,
ჩემი სამყარო უსასყიდლო აქაც ხევია,
რომ ყინულებად დაფენილი ჩემი ადათი,
მე სიყვარული ამათ შორის შემომჩვევია,
შევჭამეთ ტორტი ტორტი იყო ისევ მადასი,
აქ მარტოობის გაყინული ჩუმი ხიდია,
სადაც მარტივი განგებაა ჩემი ბუნების,
ამ სამყაროში ენები და ძვლები კიდია,
გადავინერგე სიყვარული განახუნები,
მე მჯერა აზრის საყვედურად ისევ დილემა,
რომ გაფიქრება წამალია, არა სხივისა,
აზრებად მოვფენ დაიხსომეს წლები სხივებად,
მე განცვიფრებად დამიხსომეს კალამივითა,
ეს საზღაური დარჩენილი ჩემი კედელი,
ვისი აზრია ან საერთოდ რატომ დაღვარეს,
ვისთვის ფიქრებით დამორილი დანაჭედები,
და სიყვარულსაც განშორება ასე აკმარეს...
თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები