#ლექსები
ნინო დარბაისელი
შიშის სონეტი
ზოგს შიში ზაფრავს სიმაღლის, სივრცის, ზოგს - ღიასი და ზოგს - ჩაკეტილის, ზოგს - რა აშინებს, თვითონ არც იცის, ზოგს - შიშიც ზარავს - რამე კეთილის.
ჩინის დაკარგვას სულ შიშობს ყრუ და ღალატის შიშზე?! - თქვას მამელუქმა. ცხოველის შიში?! - იქვეა მუდამ დაარტყამ? - გარბის, შივდება? - ლუკმა!
ზოგს - ეშინია მარტო დარჩენის, ზოგს - ეშინია, დაიწყებს ხველას… სხვამ ჩამოთვალოს - სხვა დანარჩენი! უამრავია და გვმართავს ყველას!
რას მეუბნები, არ გაქვს ფობია? - სხვას ეთამაშე არიფობია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|