ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2026


დემენცია

ნინო დარბაისელი

დემენცია
(შექსპირული სონეტი)

რეჟისორი?! - იყო მართლაც დიდი -
- ნახევარი საუკუნის წინათ,
მის წინაშე ყველა ქედს ვიხრიდით.
ვით გახდიდა ხალხი დასაცინად!

მაგრამ წლები განა ვინმეს ინდობს?
დემენცია მასაც დაემართა.
ნატრულობდა ერი: ნეტა იმ დროს,
და მის ბრძოლებს, მარტო ნაომართა!

კითხულობენ ახლა: - რა კაცია?
რუსთაველზე დადგა - ავი სცენა!
ოხერია სენი - დემენცია.
ვეღარ შველის თავად ავიცენა.

გახდა სცენა - ვეღარ მოსახმარი.
გასტყორცნა და ვერ ჩაარჭო ხმალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები