უილიამ შექსპირი - აშიკობდნენ ახალგაზრდა ყრმა და ქალი
(„როგორც მოგეწონებათ", მოქმედება V, სურათი III)
აშიკობდნენ ახალგაზრდა ყრმა და ქალი, ჰეი-ჰო და ჰეი-ჰო და ჰეი-ნონი, მიდიოდნენ ამწვანებულ ყანის გავლით, ერთადერთ ჟამს დანიშვნის და ბეჭდის მიძღვნის, დინგ, დინგ, დინგ, დინგ! – გაისმოდა ხმები ჭრინვის, ტკბილ საყვარლებს გაზაფხული უყვართ ფრფინვით!
გაიარეს აყვავებულ ჭვავის კვლები, ჰეი-ჰო და ჰეი-ჰო და ჰეი-ნონი და წამოწვნენ ჯეჯილნარში ყმაწვილები, ერთადერთ ჟამს დანიშვნის და ბეჭდის მიძღვნის, დინგ, დინგ, დინგ, დინგ! – გაისმოდა ხმები ჭრინვის, ტკბილ საყვარლებს გაზაფხული უყვართ ფრფინვით!
ეს სიმღერა წამოიწყეს მაშინ ჭვავში, „ჰეი-ჰო და ჰეი-ჰო და ჰეი-ნონი!“ რომ სიცოცხლე ყვავილივით ერთხელ ყვავის, ერთადერთ ჟამს დანიშვნის და ბეჭდის მიძღვნის, დინგ, დინგ, დინგ, დინგ! – გაისმოდა ხმები ჭრინვის, ტკბილ საყვარლებს გაზაფხული უყვართ ფრფინვით!
ამიტომაც დატკბი დღეის დანახულით, ჰეი-ჰო და ჰეი-ჰო და ჰეი-ნონი, სიყვარული გვირგვინდება გაზაფხულით, ერთადერთ ჟამს დანიშვნის და ბეჭდის მიძღვნის, დინგ, დინგ, დინგ, დინგ! – გაისმოდა ხმები ჭრინვის, ტკბილ საყვარლებს გაზაფხული უყვართ ფრფინვით!
12 აპრილი, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, 2026 წ.
William Shakespeare - It was a lover and his lass
(from As You Like It, Act 5, Scene 3
IT was a lover and his lass, With a hey, and a ho, and a hey nonino, That o'er the green corn-field did pass, In the spring time, the only pretty ring time, When birds do sing, hey ding a ding, ding; Sweet lovers love the spring.
Between the acres of the rye, With a hey, and a ho, and a hey nonino, These pretty country folks would lie, In the spring time, the only pretty ring time, When birds do sing, hey ding a ding, ding; Sweet lovers love the spring.
This carol they began that hour, With a hey, and a ho, and a hey nonino, How that life was but a flower In the spring time, the only pretty ring time, When birds do sing, hey ding a ding, ding; Sweet lovers love the spring.
And, therefore, take the present time With a hey, and a ho, and a hey nonino, For love is crown`d with the prime In the spring time, the only pretty ring time, When birds do sing, hey ding a ding, ding; Sweet lovers love the spring.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|