ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2026


გაზაფხული

გარეთ გაზაფხული დარონინობს, მჯერა უშენობის ვერთქმის,
ნაცრისფერ ფერებში დანახული შავი თვალებით რომ მებრძვის,
ფანჯრის რაფაზე ვარ შემომჯდარი, სუსტია გულისცემა,
როცა ახლოს ხარ და მაინც შორს ხარ და ვერ მეგულები ჩემად.
შენი თვე მოვიდა, შენს ფერებში დანახულ სამყაროს ვხატავ,
სათქმელს ვაგროვებ და მოჭარბებულს გულში ემოციებს ვმალავ...
უნდა დავამსხვრიო ყველა კერპი, გზაზე წინაღობად რაც იდგა,
უნდა გავაჟღერო ყველა ფრაზა რაც კი ითქვა ანდა არ ითქვა...
მერე ვიამაყო ცვლილებებით, სიცელქე მივუშვა ნებაზე,
შენი გაბუტული გამოხედვა, მზერა მობჯენილი კეფაზე...
ნეტავ რა დრო არის შენს საათზე? საით მიკაკუნობს ისარი?
სანამ ნერვიულად მიმოდიხარ, გული გაიძახის „ის არის“..
რა დიდხანს შემორჩი მოგონებებს, წვიმამ ვერ მონახა ადგილი,
რატომ მომერია წერის ჟინი, სიჩუმე უფროა ადვილი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები