ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2026


ძილმორეულ თვალებს

მოიცა, რა დროს ძილია, ახლა იღვიძებს სამყარო,
დარჩი და გავახალისოთ სევდანარევი საღამო...
მოიცა, რა დროს ძილია, ჩიტი შემოჯდა კოფოზე,
ყური დაუგდე იმ ამბავს, ბიჭი რომ ჰყვება გოგოზე...
მოიცა, რა დროს ძილია, ძილს ხომ მოასწრებ ყოველდღე,
თუკი სიყვარულს ეძებდი, მე მოვედი და მომენდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები