#რუსთველიანა
ნდს
ქვის სროლა თუ ჩაქოლვა?
ბიბლიიდან ვიცით: მეფეთ-მეფე დავითმა ყრმობისას შურდულით ერთი ქვა - მოზრდილი კენჭი ესროლა უძლეველ გოლიათს, კეფაში ჩაარჭო და მოკლა. ამასთანავე, ვიცით, რომ იქაც და ჩვენშიაც გავრცელებული იყო ჩაქოლვის წესიც, - როცა ვინმეს ადამიანთა ჯგუფი საჯაროდ ქვებს დაუშენდა. არსებობს მისი “შერბილებული” , უფრო ჰუმანური, სიცოცხლისათვის ნაკლებად საშიში ვარიანტიც - ტალახის სროლა (როგორც “ნატვრის ხეშია”). აქ, ძნელია, არ დაგებადოს კითხვა: - რა საჭირო იყო ამდენი ქვა, ამდენი ადამიანის მონაწილეობა, როცა მიზანში ზუსტად გარტყმულ ერთ ქვასაც შეუძლია, შედეგი მოიტანოს. პასუხი ასეთია: ამ შემთხვევაში მონაწილე (!), საერთო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გამზიარებელი ხდება. (გავიხსენოთ ტრადიციული სიტყვები სამძიმრისას - “ვიზიარებ თქვენს მწუხარებას” ან “მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა”) თანაც თეატრალური ხელოვნება არსით ხომ სინთეზურია. მრავალი სხვადასხვა პლანის, საგნის, ადამიანური საქმიანობის ერთობლივად მუშაობას, შერწყმას მოითხოვს. (ამ მხრივ ვაგნერისეული “გეზამქუნსთვერქი” - მწვერვალია. მას არ ვეხები) *** სამწუხაროდ, ჩემი საყვარელი მეგობარი, ვის გამოც ყოველივე ამას ვწერ, ვერ წაიკითხავს ნაწერს, რადგან დამბლოკა გუშინ, არადა სწორედ მას ვგულისხმობ. რა ვიცი, იქნებ, უკეთესიცაა.
სტურუას სპექტაკლი - ჩანაფიქრშივე(!!!) არის ვეფხისტყაოსნის, მისი ავტორის, ჩვენი მთავარი ეროვნული ღირებულების ჩაქოლვა!
მასში მონაწილეობს არა მხოლოდ რეჟისორი, არამედ მთელი დასი(!!!) . მუსიკალური გაფორმება, მაგალითად, ჩემი გუშინდლამდე მეგობრის - სვიმონ ჯანგულაშვილისაა. მენდეთ, იგი, როგორც თითქმის ყველა გენიოსი, მართლა ბავშვივით გულუბრყვილო და ადვილად მანიპულირებადია, მეტადრე ისეთი რეჟისორის ხელში, როგორიც სტურუაა. აი, ფაქტიც რომ დაუდო წინ (და დავუდე კიდეც!), ვერაფრით დაიჯერებს, რომ სტურუას სახით - კეთილ გენიოსთან ვფხისტყაოსნის დიდ მოყვარესთან არა აქვს საქმე, შეუძლია, ამის გამო, უმწეოდ წამოიძახოს კიდეც: “იტყუებით!” სამწუხარო რეალობა ასეთია, - შედეგად, ჩემი მეგობარყოფილი უკვე მონაწილეა რუსთველის ჩაქოლვისა და რაკი მისი ქმნილების ამგვარი ხელყოფა - ჩვენი მთავარი ეროვნული ღირებულების ხელყოფაა, ჩემი ლოგიკით, მისი დანაშაული კიდევ უფრო უმძიმდება. (ის, რომ უნიჭიერესად იქნება ყველაფერი გაკეთებული - ჩემს ეჭვს არ იწვევს, ნახვაც არაა საჭირო, მაგრამ ეს კიდევ უარესია-მეთქი, ამ დღეებში დავუწერე. ხომ აქსიომაა, რომ ნიჭიერი კაცის ნაკეთები ბოროტი საქმე - კიდევ უფრო საზიანოა და საერთოდაც, კაცობრიობის მთავარი უბედურების სათავე მუდამ ისაა, რომ რაიმე უნარს, ნიჭს თუ თავისივე შესაბამისი დონის ზნეობაც არ ახლავს, საბოლოოდ, დამღუპველია!
აწი, სპექტაკლს, ვიცი, არავინ გააუქმებს, თუნდაც იმიტომ, რომ კულტურის სამინისტოს ბიუჯეტის თანხები აქვს უკვე გაღებული. (და ამ თანხის რაოდენობა ჩვენს დემოკრატიულ, ტურფა საქართველოში - მკაცრად გასაიდუმლებულია!) ისღა დარჩენიათ, ვინმე რამენაირად გააჩუმონ. ,,შეიმიზმის” - შერცხვენის მეთოდს მოუხმონ, სადაც გაუვათ, იმათ წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება (გრცხვენოდეთ, სირცხვილია, უსირცხვილო ყოფილხართ, გაუნათლებელი, სპექტაკლის უნახავად ლაპარაკობთ და მისთ.) კი დავუწერე, რომ იმდენი ეპიზოდი დევს ფეისზე, წარმოდგენა უკვე მაქვს და მთლიანად ნახვა არაა საჭირო, როგორც მთელი ზღვის დალევა არაა საჭირო, მისი გემოს გასაგებად ერთი პეშვიც კმარა მეთქი და აშ
აბა, რა აზრი აქვს ამ ყოველივეს წერას? ჩემთვის - აქვს. როცა 2003 წელს (24 საათი 15 თებერვალი) ანუ ოცი წელზე მეტის წინ, სტურუას აზრი გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსანი - იდიოტიზმიაო (დევს ბევრგან, მათ შორის - ფრაგმენტი - ჩვენს კედელზეც), მაშინ ვეფხისტყაოსანს ისეთი დიდი წონის მქონე პიროვნებანი ეროვნული მოღვაწენი გამოექომაგნენ, როგორიც გურამ შარაძე, ნოდარ ნათაძე და სხვები არიან. მაშინ პატარა ბავშვი ნამდვილად არ ვიყავი, (42 წლისა), მაგრამ მათ ნათქვამის ფონზე კიდევ რამის თქმა წერილობით, ჩემი მხრით გამოვიდოდა ,,კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო”. დრო გავიდა და ისინი რახანია, უკეთეს ქვეყნად სუფევენ. ხმის ამომღები - როგორც ვატყობ, ბევრი აღარავინ დარჩა. ინტერნეტმა გააჩინა საშუალება ოკეანის გაღმიდან პრობლემის პუბლიცირებისა - ანუ საერთო საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანისა…. მე ვალდებულად ვთვლი თავს, როგორც ამქვეყნად მყოფი, რომ რამდენადაც შემიძლია, დავიცვა ვეფხისტყაოსანი. სხვა რა უნდა მრჯიდეს! (მე - ჩემდა თავად, ისე დავბერდი, არასოდეს არავისი ლუკმა პირში არ ჩამიდია). ეს დაცვა კი, როგორც ჩანს, მსხვერპლად ცოტას როდი მოითხოვს. სამწუხაროდ, მეგობრობაც - ამ მსხვერპლის ნაწილი გამოდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გამიხარდა ამის გაგება. ფეიზე გადმომიგდეთ. იცით არა, იქ როგორ მიპოვოთ. იქ რომ მიხვალთ, ცოტა ჩემი კედელი ,, ჩასკროლეთ” კომენტარებიც იქნებ წაიკითხოთ და მგონია, არ მოიწყენთ.
რაც შეეხება იმას თუ რა არ მომეწონა და როგორ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ სპექტაკლის უნახავად ვიმსჯელო. მე მაქვს ჩემი პროფესიული სფერო, ლიტმცოდნეობა 1. ლიტერატურის ისტორია და ლექსმცოდნეობა
ოკეანესაც რომ გადმოვუფრინო და სპექტაკლი ასჯერაც ვნახო, მე ამ სიბერეში თეატრმცოდნე ხომ ვერ გავხდები, არა? ესეც არ იყოს, კრიტიკულად გაშუქება უკვე მომხდარში მონაწილეობას ნიშნავს, ანუ მეც ხომ ერთ-ერთი ჩამქოლავი გამოვალ რუსთაველისა!
არავითარი პრეტენზია არ მექნებოდა სტურუასადმი, რომ დაედგა. ,, იყო არაბეთს რობერტა” და თუნდაც “ ნუდ”(ანუ შიშველი) ორგიები და გრუპენსექსები ეტარებინა სცენაზე. ზოგს უყვარს “ლაივში”, პორნოს ყურება და გაიხარებდა. მე- რა!
ახლა რა ხდება!
სოროსი ცდილობდა და ცდილობს ქართული ეროვნული ცნობიერების წაშლას. ადრევე დაიწყო მტკიცება, რომ დიდგორში არც უმამაცია ქართველ ერს, გაგვილანძღეს ილია, აკაკი, ვაჟა, ერეკლე მეორე -მოღალატედ გამოგვიცხადეს, რომ ჩვენთვის ეროვნული თვითშეფასება, თვითდაჯერებულობა დაეკნინებინათ. ადამიანთა ჯგუფი რომ ერად გაერთიანდეს კი მას სჭირდება მრავალი რამ და ამ სიმრავლეში ერთ ერთი უმნიშვნელოვანესია საერთო ღირებულებათა არსებობა. ვეფხისტყაოსანი - არ არის ჩვენთვის უბრალოდ, პოემა, ჩვენი ერის უმაღლესი კულტურული ღირებულებაა და მისი შეურაცხყოფით - ერის მეობაზე ხორციელდება დამანგრეველი შეტევა. თქმა იმისა, რომ ამ- შუა საუკუნეების სარაინდო რომანის პრინციპებით არ ვცხოვრობთ დღეს - ღიმილისმომგვრელია, სხვა რომელი დიდი ღუ მცირე ერი ცხოვრობს ასე? მაგრამ გულუბრყვილონი ამაზე ეგებიან…. ამ დადგმამ ხელი შეუწყო არა დღეს აგრერიგად საჭირო - ერის დაპირისპირების შემცირებასა და კონსოლიდაციას , არამედ უფრო გააღრმავა არსებული დაპირისპირება. აქედან დასკვნა - იგი მავნებელია და რაც უფრო ნიჭიერად არის მიღწეული ეს შედეგი - ლოგიკურად, მით მეტად საზიანოა იგი.
გამიხარდა ამის გაგება. ფეიზე გადმომიგდეთ. იცით არა, იქ როგორ მიპოვოთ. იქ რომ მიხვალთ, ცოტა ჩემი კედელი ,, ჩასკროლეთ” კომენტარებიც იქნებ წაიკითხოთ და მგონია, არ მოიწყენთ.
რაც შეეხება იმას თუ რა არ მომეწონა და როგორ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ სპექტაკლის უნახავად ვიმსჯელო. მე მაქვს ჩემი პროფესიული სფერო, ლიტმცოდნეობა 1. ლიტერატურის ისტორია და ლექსმცოდნეობა
ოკეანესაც რომ გადმოვუფრინო და სპექტაკლი ასჯერაც ვნახო, მე ამ სიბერეში თეატრმცოდნე ხომ ვერ გავხდები, არა? ესეც არ იყოს, კრიტიკულად გაშუქება უკვე მომხდარში მონაწილეობას ნიშნავს, ანუ მეც ხომ ერთ-ერთი ჩამქოლავი გამოვალ რუსთაველისა!
არავითარი პრეტენზია არ მექნებოდა სტურუასადმი, რომ დაედგა. ,, იყო არაბეთს რობერტა” და თუნდაც “ ნუდ”(ანუ შიშველი) ორგიები და გრუპენსექსები ეტარებინა სცენაზე. ზოგს უყვარს “ლაივში”, პორნოს ყურება და გაიხარებდა. მე- რა!
ახლა რა ხდება!
სოროსი ცდილობდა და ცდილობს ქართული ეროვნული ცნობიერების წაშლას. ადრევე დაიწყო მტკიცება, რომ დიდგორში არც უმამაცია ქართველ ერს, გაგვილანძღეს ილია, აკაკი, ვაჟა, ერეკლე მეორე -მოღალატედ გამოგვიცხადეს, რომ ჩვენთვის ეროვნული თვითშეფასება, თვითდაჯერებულობა დაეკნინებინათ. ადამიანთა ჯგუფი რომ ერად გაერთიანდეს კი მას სჭირდება მრავალი რამ და ამ სიმრავლეში ერთ ერთი უმნიშვნელოვანესია საერთო ღირებულებათა არსებობა. ვეფხისტყაოსანი - არ არის ჩვენთვის უბრალოდ, პოემა, ჩვენი ერის უმაღლესი კულტურული ღირებულებაა და მისი შეურაცხყოფით - ერის მეობაზე ხორციელდება დამანგრეველი შეტევა. თქმა იმისა, რომ ამ- შუა საუკუნეების სარაინდო რომანის პრინციპებით არ ვცხოვრობთ დღეს - ღიმილისმომგვრელია, სხვა რომელი დიდი ღუ მცირე ერი ცხოვრობს ასე? მაგრამ გულუბრყვილონი ამაზე ეგებიან…. ამ დადგმამ ხელი შეუწყო არა დღეს აგრერიგად საჭირო - ერის დაპირისპირების შემცირებასა და კონსოლიდაციას , არამედ უფრო გააღრმავა არსებული დაპირისპირება. აქედან დასკვნა - იგი მავნებელია და რაც უფრო ნიჭიერად არის მიღწეული ეს შედეგი - ლოგიკურად, მით მეტად საზიანოა იგი.
1. ქალბატონო ნინო. მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვინც ხსენებული სპექტაკლის ის ცნობილი სცენა გააკრიტიკეს და ჩემს ფეისბუქ-პოსტში დავაკონკრეტე კიდეც მიზეზი (თუ დაგაინტერესებთ შემიძლია პირადში ჩაგიგდოთ ლინკი). ამიტომ მაინტერესებს თქვენ რა არ მოგეწონათ კონკრეტულად, თუმცა ამ სტატიიდან არ ჩანს კონკრეტული მიზეზი და ვისურვებდი გამეგო კერძოდ რა იყო თქვენი კრიტიკის საგანი? ქალბატონო ნინო. მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვინც ხსენებული სპექტაკლის ის ცნობილი სცენა გააკრიტიკეს და ჩემს ფეისბუქ-პოსტში დავაკონკრეტე კიდეც მიზეზი (თუ დაგაინტერესებთ შემიძლია პირადში ჩაგიგდოთ ლინკი). ამიტომ მაინტერესებს თქვენ რა არ მოგეწონათ კონკრეტულად, თუმცა ამ სტატიიდან არ ჩანს კონკრეტული მიზეზი და ვისურვებდი გამეგო კერძოდ რა იყო თქვენი კრიტიკის საგანი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|