ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 აპრილი, 2026


დიდება გმირებს!

მოგესალმებით ჩემო ქართველებო, - ჩემო მართლმადიდებელო - ქრისტიანებო, ზვარაკად შეწირული მამულიშვილების დამფასებლებო.

დიდი მადლობა უკლებლივ ყველას ლექს - სტატუსების მოწონებებისთვის, კომენტარებისთვის, გაზიარებისთვის. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მადლიერი ვარ ყველასი... მადლიერება ძალიან კარგი გრძნობაა.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქართველად იოანე მარუშისძე (იგივე მარუშიანი) მიმაჩნია!

რომ არა იოანე მარუშისძის ძალისხმევა და ტაო-კლარჯეთის მეფის - დავით III კურაპალატის თანამშრომლობა, საქართველო ერთიანი ვერ იქნებოდა.

სწორედ იოანე მარუშისძის წყალობით დასვა დავით კურაპალატმა შვილობილი ბაგრატ III ბაგრატიონი ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტზე.

რომ არა იოანე მარუშისძე, შესაძლოა,
არასდროს გაკეთებულიყო კაცხის ტაძარზე წარწერა:

„ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფეი, ტაოისა
და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავალისა დიდი
კურაპალატი“.

თამარის, აღმაშენებლისა და ბაგრატის დიადი სახელმწიფო დიადი მარუშიანის - იოანე მარუშისძის ნაძებნარ - ნამოღვაწარია!

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ჩემთვის გმირია ბერი თევდორე,
ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს,
ვარ იმ გმირების თანამედროვე,
აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.

ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა,
სამშობლოსათვის ნამსახურია,
ზვიადს მამულის მადლი მოსავდა,
ნათელში იყოს გამსახურდია.

ახლა შარტავაც უნდა ვახსენო
და მასთან ერთად გაბესკირიაც,
მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ,
წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.

დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს
ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც,
წრფელი მადლობა ყველა ეპოქას,
გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.

მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ,
სული ტრიალებს არგვეთელ ძმების,
მათ არ სჩვევიათ უკან დახევა
და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.

იყო შინდისი, ცხრა აპრილი და
იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის,
დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და
ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.

ფეხზე ვუდგები სამას არაგველს,
მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას,
დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს
ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.

არ შემიძლია - მეც არ ვახსენო
სააკაძეთა გვარი, ბუნება,
ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს,
არის იმათი დამსახურებაც.

ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში,
შეინარჩუნე შენი ზნეობა,
დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში,
ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.

მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის,
წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს...
ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი,
თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები