ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2026


ომიროს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ომიროს
(მაგდა გორგიძეს)

გამძაფრდება ომი როს, გვაგონდები ომიროს,
ცოცხლად წარმოგვიდგება სხვა ამბები თუ ტროა!
გმირი - გმირის მსხვერპლია, გმირი - განა უმტროა.
განვიკითხოთ დღეით ვინ, კარგია თუ ავია,
კოდექსი ღირსებისა  - ყველგან დასაცავია!
თქვეს:  განა საიდუმლო ყველა გაგვიმხილაო?!
გადმოცემით  - ბრმაო და ყველას გულთამხილავო!
როცა მძლავრობს ავსული და ვართ ბრძოლის მნდომი როს,
გადავხედავთ ზემოდან  ბანაკს საპირისპიროს,
მღილის დარდმაც იდაროს,
ამბებს ელის საგმიროს,
უკვდავ სისხლად ტრიალებ ჩვენს ძარღვებში ომიროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები