ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2026


ქართულ მიწას

ეს დალოცვილი ქართული მიწა
მორწყული არის სისხლით გმირების,
მომელის ტაო, ჰერეთი, რიწა,
მესმის ტირილი დაჭრილ ირმების.

ვკოცნი ღვთისმშობლის წილხვდომილ მიწას,
როგორც შვილს - დედა, ისე მჭირდება...
მჯერა: მიაღწევს სანუკვარ მიზანს
და დაიბრუნებს მის ძველ დიდებას!

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები