ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2026


ბოგოტა

ერთი გოგო შემიყვარდა,
გოგო ძველი  ანაგელი.
ვარდი იყო, ია იყო -
არაფერი დავაკელი.
ოღონდ რამეს მიმხვდარიყო,
თავი არ დამიზოგია.
ხელი ვთხოვე ,
როგორც ლორდმა,
განა ვინმე მიზოგინმა.
მოვილოცეთ  გარეჯა და
მოვიარეთ  საინგილო.
სამ კვირაში დავიფერთხეთ,
დავიკელით სამი კილო.
მამამისი გაუჯავრდა
ჩემზე, ეგ არ დამენახოს!
შემაშინა ამ სიტყვებმა ,
თითქოს ვან დამს გაველახო.
ქალი თბილისს წავიყვანე:
უბან - უბან , ბინა - ბინა .
და ერთხელაც ოკეანის
მიღმა ,,ფრენა,, მაყიდინა .
........................................
დაუკარი გოგო ტაში,
ხვალ მივფრინავთ ბოგოტაში-
გადავუფრენთ ცისფერ  ანდებს.
ნეტავ, ცაში შეგიყვარდე. 
..........................................
მეზიზღება  ზღვის სუნი .
შენ კი შენსას მისრულებ.
არ ვაპირებ გადახვევას,
ვერ გპირდები კარტახენას.
ლამაზების  ტანთა რხევა
არ აკვირვებს theatron-ს.
ალბათ, კოცნას დათანხმდები,
როცა ჯინი შეგათრობს.
............................................
“Come on, Barbie, let’s go party”
მე ვარ შენი ესკობარი .
მორჩა ,ფაფუ , თბილისური
ჩატეხვები , ქლესობანი .
დაივიწყე ზღვის უბანი ,
ვარკეთილი,თემქა, გლდანი ...
ახალ მწვერვალს გვაახloveბს
ერთი შავი ჩემოდანი .
წაუღია დარდი ქარსაც .
შევუბეროთ ბარში სალსა.
სიყვარულის კუბო დავდგი ,
თორემ მე რას შემაბამდი?
ბოლოს, მაინც  სულერთია,
ყველაფერი ერთი ხდება:
ქრება ყველა ბუენდია ...
სიცოცხლეს ვინ გვეკითხება ?
...............................................................
Come on, Barbie, let’s go party”
თითქოს -არა, თითქოს ვგავდით
ჩვენ ერთმანეთს. ერთად ვსვამდით ,
ხან ვიჩხუბეთ, ხან დავზავდით .
ქრება, ქრება ყველა ფერი -
გარდა მზის და გარდა ყვითლის .
შენც გაქრები, შიგადაშიგ
თბილ მოკითხვებს შემომითვლი .
მე დავრჩები მზესთან ახლოს,
მიწაზე ვერ დამაფასეს.
,,მე აქ უნდა დავესახლო,,
ვნახავ  ვინმე კარაკასელ
მიგრანტ მიმტანს, რუხი კანით
და კბილების ელვარებით .
თქვენ კი,ადრე ვინც მიყვარდით,
ისევ ყველა მეყვარებით !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები