ვიყავით მშვიდი გარემოს შვილნი, აქ მასაც ასე გაუღეს კარი, დალიეს ზეცა იზრდება ჩვილნი, შუშების ხმაზე გაბრაზდნენ ქვანი, აქ მეზურნეებს არ უდევთ ბინა, აქ სხვა ლეში ჭამს ამ საყდარს ასე, და თუ ამბებში ხმამ შეგაშინა, მოძღვართან მივალ სადმე ამ მთაზე, სიყვარულს გავდა ყოველი დღე და, ასე ვარ ფიქრში გავლიე წამი, ამის თქმა ასე რომ გავბედე და, დადგა აპრილად ეს ბოლო ჟამი, თუ გშია მე მაქვს ამბები მშვიდი, თუ წყალი გინდა დალიე ამბად, სამშობლო გროშად აქვთ განაყიდი, იხსნება ცა და სკდება ამ დამბად, შუშების შუქზე მზემ მითხრა ასე, რატომ წვიმს ნაზი ამბორი, ვისი? და თუ არაკად დავრჩები მთაზე, მაშინ აიღე სათვალე სხვისი, ეს მარტი ამბით საქები,როდის? აქ მარტმა მშვიდი გალექსა ცა და, აქ სულ ზამთარი ვიცი რომ მოდის, მაგრამ ზაფხულმა თავისი ცადა...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|