ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2026


სამი მზე (პატრიარქის ორმოცისადმი)

ალბათ დიდი ლხინია ქართველთა ზეყანაში,
ყველა ფერხულს უხდება თქვენნაირი კაცები.
აქ კი ვიხდით ნუგეშად მეორმოცე პანაშვიდს
სინანულის განცდით და ლოცვის გაათკეცებით.

თუმცა ვგრძნობთ, რომ დასრულდა ხანგრძლივი დაბინდება
და საცაა ინათებს ღამეც, გრძელი, მზიანი.
ცაზე აწი სამი მზე ერთად ამობრწყინდება:
მზე - ღმერთი, მზე - სამშობლო და მზე - ადამიანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები