#ლექსები
ქალი ჩემში
(ციკლიდან - ეტიუდები)
ქალი ჩემში - ო, ბედითი არსება რას არ უძლებს, ვის არ შეეთავსება! თუ ერგუნა სიყვარულით ავსება, უმოწყალოდ რატომ-ღა ითარსება?
მიყვარს, თითქოს არსადა ვარ წამსვლელი, მაგრამ თურმე მოულოდნელ წამს ველი, წავალ ისე, თითქოს არც მყვარებია, იწრიტება, ცრემლის რაც ღვარებია.
როცა გული მოლოდინმა გალია, მომხედე და ღია დაგრჩა გალია. გასაფრენი ჩიტი - გალიაზეა. მე კი არა, ყველა ქალი ასეა!
P.S. მეპატიოს ეს ლექსი- პაროდია, ყველა ქალი ჩემნაირი როდია. პროტოტიპი? იქნებ ანტიპოდია - ერთდროულად მეძავი? - ფოფოდია? უფრო წრფელი - არ ვიცი მელოდია. ქალობა ხომ გულზე - მძიმე ლოდია, ოქროს ზოდი?! - გული დანაკოდია. შეგეჭამოს?! - განა ბუტერბროდია! “თუ გიყვარდი, რაღად გამირბოდია?!” ეს - ლექსია? რაღაც - მონაბოდია!
2015
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ქალი ჩემში - ო, და რა ქალი მზისადარი! ქალი ჩემში - ო, და რა ქალი მზისადარი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|