ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 აპრილი, 2026


Sara Teasdale - The wayfarer

სარა ტისდეილი — მოხეტიალე

სიყვარულს გული გავუღე ერთ დღეს,
უპატიჟო და სევდიან სტუმარს;
დარჩენა მთხოვა, ვერ ამოვღერღე
სიტყვაც, დასტური მივეცი მდუმრად.

ძილი გამიფრთხო ეჭვით და ბღვერით,
ცრემლით დამილტო ყოველი ნატვრა,
იშტა დაშრიტა ზეაღმტაც მღერის
და სიხარული შიშებით გატყვრა.

ახლა კი, მის გზას გაუდგა როცა,
მოვისაკლისებ ძველ და ტკბილ ვარამს,
ხანდახან ღამით აღვუვლენ ლოცვას,
ისევ მესტუმროს ცხოვრების მგზავრად.

26 აპრილი, 2026 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://americanliterature.com/author/sara-teasdale/poem/the-wayfarer

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები