 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 26 აპრილი, 2026 |
ყველაზე მეფური მოწყენა მაქვს კაეშანს მიცემული მზის სხივები გიყურებ, გხედავ და გაკვირდები გინდა და ვერაფრით ვერ სხვისდები
მე გაძლევ ყველაზე დიდ არჩევანს იცოდე, სამყარო მაქვს დასარჩენი სხვა უნდათ და გვერდით ლოცულობენ ტყავიდან ამომძვრალი აჩრდილები
და დავრჩი ისევ ამ გაზაფხულზე ახირებული და დამაფიქრებელი მე ახლა ორ დიდ კუნძულს ვუმზერ შენ თვალებს ვერაფრით ვერ ველევი
სიცოცხლე მომბეზრდა და სიკვდილს ვეძებ ყველაზე დიდს და ხასიათურს შეხედე ამათ გადაწერილ ლექსებს ვერაფრით გაიგებ, კაცია, თუ
ფუ, ამდენ გაქცეულ დროის მარყუჟს, ფუ ამდენ ეშმაკურ მოჩვენებას არსებობს რაღაცები, რასაც ვიღებ, არსებობს რაც არასდროს მავიწყდება
არსებობს პასუხიც და კითხვაც არის, არსებობს ყვავილი და მისი სუნთქვა კაცი რომ თავისას დაეძებს და არავის სწორად არასდროს უთქვამს.
ახლა კი მარტოობას დანაჩვევი შენით ვინათებ მღვრიე დღეებს მზის შვილი იყო მამაჩემი ახლა დაბერდა და მე დამეძებს
ახლა სიბერეა და მოწყენა შეუძლებელია ნაბიჯები ჩემთან სიტყვებია იშვიათი, მაგრამ შეუძლებელს დავიჯერებ
მაგრამ სურვილებსაც დავინახავ და სინამდვილეს არ გავაყალბებ შეხედე, ეს სამყარო დამიხატავს შეხედე ამ ფერად გედებს, ყანჩებს
შეხედე მდინარეებს , აპრილია მათი მიყოლაა რა ადვილი არსებობს ადგილები, სადაც მინდა სიცოცხლე და შენ გქონია ეგ ადგილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|