ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2026


უბრალო და სადა (შექსპირული სონეტი)

#ლექსები
ნინო დარბაისელი

უბრალო და სადა
(ეტიუდებიდან- შექსპირული სონეტი)

იყო  ერთად ყოფნა  უბრალო და სადა,
ცა და ვარსკვლავები, მთები - ლურჯქედება.
ვნახეთ,    მდინარეში  არეკლილი ცა და
მთვარის  მოლივლივე წყალში ჩახედება.

რაღაც  დიდი ჩვენში, მგონი, მართლა იყო!
იყო,  მაგრამ  დიდხანს განა ხარობს  რამე?
გავახილე თვალი,  სადღაც გამქრალიყო,
თავიც გავიწამე და შენც გაგაწამე.

თუ ყვავილი დაჭკნა, მეტი-მეტი მკვდარი
სადმე,  წიგნში ჩადო, ასე შეინახო.
მერე, გვიან შეგხვდეს, ადრე ცის  სადარი-
იგრძნო, როგორ გახდა რაღაც,  სავაგლახო!

სიყვარული?! ერთად ვნახეთ ზეცის კიდეც,
მაგრამ  რაც იშვება,  უნდა მოკვდეს კიდეც!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები