ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2026


სათაური საქართველოა


ჩქერი დაიღვარა სისხლად,
ისევ ამ სამყაროს გემო,
მე კი აღარ ვიცი ვინ ვარ,
ვიცი სახილავი ჩემო,
აზრებს უკუგდებით ვისვრი,
აქაც ნამქერივით ცივი,
ვიცი ეს სამყარო ვიცი,
ისიც ჩქერივითა ყივის,
აქ მე უსაფუძვლოდ ვგდივარ,
აქ მე საზღაური მიძმობს,
მაინც რომ არ ვიცი ვინ ვარ,
ზეცაც ჩემნაირად ფიქრობს,
უფრთო ანგელოზი მოდის,
ალბათ სახილავად ვარო,
გემო ვერ გავიგე მდოგვის,
ზეცას შეგადეხებ ხარო,
აქ მე უგუნურად მთვრალი,
აქ მე სამყარო ვარ მშვიდი,
გაქრეს იმ სამყაროს ალი,
შენ მათ უსაფუძვლოდ სვრიდი,
აქ ჩანს გალეული ფიფქი,
გული სილაჟვარდით ფეთქავს,
მე ეს არ ვყოფილვარ ვიცი,
მსურდა ეს რომ ასე მეთქვა...
ალბათ გავუყვები შარას,
ალბათ წამოვაქცებ ბოცებს,
ეს კი ასე იყოს კმარა,
ისევ დავეჩვიე ლოცვებს,
აქ მე უღიმღამო ფიქრი,
ცაში გამათენებს მალე,
ვიცი ეს სამყარო ვიცი,
აღარ გათენდება ხვალეც...
თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები