ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2026


"კამაც-კამაც"

შეჩვეულნი დავა-კამათს,
ქეც ვართ ასე - "კამაც-კამაც".

გვადღეგრძელოს უნდა რამაც
ვერაფერში ვაღწევთ ნამატს.

გვიყვარს თითქოს დედაც, მამაც,
ბებო-პაპაც, დაც და ძამაც.
თუმცა ერთგულებას ამათს,
ხშირად ვამჯობინებთ ღალატს.

ვეღარ ვიცავთ მარხვას, "შაბათს",
რადგან არ ვთმობთ სმას და ჭამას,
დრო დაგვისვამს მწარე შამათს
თუ არ შევეშვებით ამას!

თავს რომ ვუმზერთ ვარდისფერად,
ამიტომაც ვართ "ისე რა"!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები