#ლექსები
ნინო დარბაისელი
ნოსტრდამუსს
(შექსპირული სონეტი - ცხენის მონატრებაზე)
ახალმა პატრონმა “მესიჯი” დამიტოვა: მოწყენილიაო, ლაღიც აღარ ეთქმის! ვუთხარი, ალბათ, თავი იმარტოვა, ან არ ეხუტებით განუწყვეტლივ-მეთქი.
ალერსს ნაჩვევია, მუდმივად მოსაფერი. მეც ვეფერებიო, ვფიცავო. საჭმელზე შევეკითხე, უცხო - არაფერი, დოზებსაც - უცვლელად ვიცავო.
- ვიტამინს თუ უფშვნით საჭმელში ყოველ დილა. კუჭი უმოქმედებს ნაჭამზე? კიო და სადგომიც ბევრჯერ გაწმენდილა, დგასო და მთელი დღე წყალს ჩამზერს.
დავპირდი, დღეს გნახავ, საქმეს რომ მოვილევ. როგორ გაგიმეტე, ძილშიც სატირილევ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|