ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2026


გვაპატიებს გიორგი

ახლა ომი საშველად ბევრს დაუდეს საკითხად,
მაგრამ ამის სათქმელი არვინ დარჩა ნაკითხად,
თუ კი უვნებელივით ამით გსურდა გაგნება,
მაშინ შენთვის დაწერეს მმართველებმა განგება.
გვაპატიებს გიორგი წმინდანია ბუნების,
აქ ომი და ღრეობა გახდა ქალის უღელი,
აქ იბრძვიან ხევები სისხლი ღვარეს შვილებმა,
რთული იყო ყმაწვილთა ასე დამორჩილება,
თუ განგება საყდარის ასე ამბად გალობდა,
მერე ვნახეთ ურდული მთელი გზა რომ გაღობა,
ახლა ავი დარია ახლა მზე ქუხს ისევე,
თუ კი ომი გინდა და ბრძოლა ამოიჩემე,
მაშინ გეტყვის საყდარი შველის ალბათ მსახური,
არა ეს აქ არ იყო ჩალით გადანახური,
თუ მზემ დასცხო ბედობას ისევ თოვლი ხვიერი,
მაშინ ყველა რომ იყო ამ გონებით ცბიერი.
სულში მიდგას სიცივე,აზრებს ასე ვაგონებ,
მერე ვიტყვი მოგონილს და ბანს მივცემ გამგონებს,
გვაპატიებს გიორგი წმინდანია ბუნების,
მაგრამ ვერ ვინ იწამა ქვეყნის გადაბრუნებით...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები