 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 7 მაისი, 2026 |
#ლექსები ნინო დარბაისელი
ფეხდანაკიდი
*** ჩიტი, ყვავილი, და კლასიკა - შეგვაგრძნობინებს, რომ სამოთხე - - ცოტა - აქ არის!
*** ენას - ლაგამი! თვალს - დოლბანდი, მდევარი - ლანდი - - რომ ჯოჯოხეთი - ცეცხლოვანი ალაგია აქ მინაქარის!
*** ძრწოლა, შენდობა, მონანიება - - რომ იმათშუა ერთადერთი - - ბეწვის ხიდია!
*** ვიდრე ვარ - ვიყო! თუ არ ვიქნები, არყოფნაში ჩამოვიქნები?! ფეხდანაკიდი - დასაკიდია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|