| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 6 მაისი, 2026 |
20.02. დე, დიდი მადლობა ❤ ყველაფერი ჩემი ზომა იყო. უკვე პალტო ჩავიცვი. აქ ისევ აცივდა. ის ჯემპრი, თეონას, მოეწონა და ვაჩუქე. არ გატყუებ, დე, სიგარეტს აღარ ვეწევი. აღარც ნაბანავები გავდივარ გარეთ. ძალიან შევშინდი ბოლო გაცივების შემდეგ და თბილად ვიცვამ. მართლა ნორმალურად ვსწავლობ, დე, შენს თავს გეფიცები. წვნიანს ყოველდღე ვღრიპავ და მაწონსაც ყოველდღე ვჭამ. მიხა პაპამ, გუშინ ჩურჩხელები ისევ გამომიგზავნა. როგორც ყოველთვის, სასწაული გემრიელია. თუ გინდა, შენც გამოგიგზავნი. რა საყვარელია. დამირეკა და მითხრა, აუცილებლად ჩამოვალ და გინახულებო. რამდენი ხანია გპირდები და ვერ მოვახერხეო. შვიდი წლის იყავი პირველად რომ შენი ფოტო ვნახე ფეისბუკზეო. უკვე სტუდენტი ხარ და ჯერ არ მინახიხარო. ძაან საყვარელია. გახსოვს, წინდები რომ გამომიგზავნა? ჰოდა, ფოტო გადავუღე და მესინჯერში ჩავუგდე. ისე გაეხარდა, რომ იტირა. მითხრა, რომ ჩამოვალ, შენი ზომა კარგი წინდები უნდა ჩამოგიტანოვო. ხომ იცი, სულ მარტოა საწკალი. სულ მინდა, რომ ჩავიდე, მაგრამ ვერ მოვიცალე. თუ წავედი, რაღაცაებს ვუყიდი და წავუღებ. კაი, დე, ხვალ მოგწერ. არაფერზე ინერვიულო, კარგად ვიქცევი. კაი, წავედი. მიყვარხარ, დე ❤
22.02. დე, მაპატიე, რომ განერვიულე ❤ მეძინა და ზარი ვერ გავიგე. არაფერზე იდარდო. კარგად ვარ. მიყვარხარ ❤
25.02. დე, მიხა პაპამ დამირეკა. ჩამოსვლა მინდოდა და, რაღაც, ვერა ვარ კარგადო. სამარშრუტოს რაღაცაებს გამოვატან და დახვდიო. ხომ ვიცი, იხარჯება და არ გინდა-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს. ხვალ უნდა დავხვდე. გკოცნი. მიყვარხარ. 27.02. დე ❤ მოკლედ, ისევ უგემრიელესი ჩურჩხელები, ხურმის და ლეღვის ჩირი, დიიიდი გოგრა და ერთი ლიტრი ჭაჭა (რად მინდოდა? თუმცა ბიჭებს წავუღებ) მერე დავურეკე ხმა არ მომეწონა. იქნებ, მოვახერხო და ზეგ წავიდე. გკოცნი, დე ❤
02.03. დეეე ???? დღეს მიხა პაპამ დაგვტოვააა ???? დავრეკე და მეზობელმა მიპასუხა... როგორ ვერ ჩავუსწარიიი ???? ცუდად ვააარ ???? დაკრძალვაზე უნდა ჩავიდე ???? თურმე როგორ მიყვარდა ???? შენთან სულ მოკითხვებს მაბარებდა, სულ მამხნევებდა, სულ მეკითხებოდა, რამე ხომ არ გჭირდებაო???? როგორ მყვარებია???? დე, დაკრძალვაზე აუცილებლად წავალ???? მიყვარხარ ❤ 05.03 დე, ცოტა ხალხი იყო, მაგრამ ყველა დამწუხრებული და ვიღაცაები ტიროდნენ. ქელეხის სუფრა პატარა იყო. დიდი თაიგული მივუტანე. ვინ ხარო, ადრე არ გვინახიხარო. ვუთხარი, კარგად ვიცნობდი-მეთქი. იქ ვერა, მაგრამ უკანგზაზე ვტიროდი. სოფელს ძალიან ლამაზი სასაფლაო ჰქონია. ამან ცოტა დამამშვიდა. ვერ ვიფიქრებდი, თუ ასე განვიცდიდი. მიყვარხარ, დე. რა მოხდებოდა ერთხელ მაინც შევხვედროდით. ჩემი ბრალია ???? ხვალ მოგწერ ❤
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|