ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2026


სამშობლო

არ შემიძლია ვიდგე მიწაზე,
განწყობა მქონდეს ლამაზად წერის -
როცა ჩემს ირგვლივ არის შიმშილი
და არწივობას იბრალებს მწყერი.
როცა ბავშვები ღამეს ითვლიან,
ცარიელ თეფშთან მიყრდნობილები,
მე ვერ დავხატავ აპრილის ფერებს,
მინდა დავხატო ჭაკი ვირები.
როცა ქუჩებში ღმერთი გაყინულს
ძველ პლედში ახვევს ჩუმად სხეულებს,
მე ვერ ვიმღერებ მშვიდ სიყვარულზე -
იქ, სადაც სიკვდილს ჰქვია მეურვე.
როცა სამშობლოს გაყიდულ რუკებს
კედლებზე აკრავს ბინძური ხელი,
მე ვერ შევხედავ ჩუმად მომავალს -
და ჩემი სული ვეღარ იმღერებს.
მე აქ ვერ დავლევ მშვიდ გამარჯვებას
ჯარისკაცების საფლავთა ზურგში.
რადგან ეს მიწა სისხლს იმახსოვრებს
და ყოველი ქვა ჩუმ ხმას ინახავს.
მე მინდა სიტყვამ ქვასავით დაჰკრას
ყველა უგულო გაყინულ სახეს,
რომ ერთხელ მაინც ამ ბნელ ქალაქში
სიმართლემ შიშის კედლები ხეთქოს;
რომ დედის ცრემლი აღარ დაეცეს
დაკარგულ შვილთა ცივ ფოტოსურათს,
ანდა მშიერ ბავშვს პურის სურნელი
ენატრებოდეს ყოველდღე სულაც.
და თუ ერთ დღესაც მეც გამაქრობენ
მოუნანებელ ბნელ ქარიშხლებში -
ჩემს ნაცვლად მაინც იკივლებს ქუჩა
და სისხლისფერი შუქი ადგება.
მაშინ მიხვდებით - პოეტი მხოლოდ
რითმების ტყვე, რომ სულაც არაა,
ის ხალხის ტკივილს ზურგით ატარებს
და ნანგრევებშიც სამშობლოს იცავს.
ჩემს რწმენას ვფიცავ, ჩემს წყალს და მიწას,
ამ დამწვარ ცაზე დაკიდულ ღამეს,
მე აღარ მინდა ჩუმი სიცოცხლე -
სადაც სინდისსაც ყიდიან ფასში.
მე აღარ მინდა ქვეყანა, სადაც
ბავშვები ტკივილს პურივით ჭამენ.
სადაც ისინი აქ ბრძოლის გარდა,
ნამდვილ მამობას ართმევენ მამებს.
ქვეყანა მაშინ არ კვდება, როცა
ომები წვავენ მის სახლს და მიწას.
ქვეყანა მაშინ კვდება ნამდვილად,
როცა ხალხს გულში უქრება ფიცად -
სინდისი, რწმენა, სამშობლოს სიტყვა...
და მე ამ ტკივილს სისხლითაც ვფიცავ!
ავავსებ, ვასმევ, სიყვარულს ვკვებავ,
ყოველი ფესვი მანამიანებს;
რადგან სამშობლო - გაიგეთ - კვდება,
როდესაც კვდება ადამიანი!
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები