მანტერესებდა, თუ გამომივიდოდა ეკფრასისი - სონეტის ფორმაში, თანაც ისე, რიტმი რომ არ “გამეწელა“ დიდ ან მცირე ბესიკურად - ჩემთვის და მრავალი მკითხველისთვისაც უკვე ძალიან მოსაწყენ საზომად. ავიღე ველასკესის ცნობილი ნახატი, ინფანტიანი ”მენინები” სხვათა შორის, ტიციან ტაბიძეს ხომ აქვს თავის “ ავტოპორტრეტში” ინფანტა, ოღონდ ეგ, როგორც ვიცი, ოსკარ უაილდის ,,ინფანტას საჩუქრითაა” ინსპირირებული:
უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები, სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა. იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები, მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.
გალაკტიონსაც აქვს ლექსში “თ. გოტიეს”:
ჩვენ ვეძებდით რამე ღრმას, გვსურდა რამე ქართული, რითმა - ნიუანსები, რიტმიული ლანდები. სად არიან ყველა ამ მორევებში ჩართული მენადები - გედები და ფრთები - ინფანტები?
სხვებიც მეგულება, მაგრამ ეს ორი - მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. ცხადია, ვეცდებოდი, მათი რითმები არ გამემეორებინა. უყვარდათ სიმბოლისტებსა და ზოგადად მოდერნისტებს რითმის “დაპატენტებასავით”. დღეს ეს შეიძლება ვინმეს კომიკურადაც კი ეჩვენებოდეს, მაგრამ მაშინ, საუკუნის წინ - ეპიგონური ,,ეო-მეოს” ეპოქაში - მათეული ქართული ლექსის რეფორმა - რითმასაც მოიცავდა.
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ველასკესს
შექსპირული სონეტი
თოვს. ყინულის ტბებია. ბრუნავს თეთრი ფანტელი - ირგვლივ იფანტებიან ციური ინფანტები.
გაბმულან ნამძივები, ნაძვსაც დაუკვნესია. ფუნჯით დანამძიმები ლანდი - ველასკესია.
სარკეში ჩანს - მეფე და გვერდით - დედოფალია. თამაშია სეფეთა, ინფანტა კი მკრთალია.
ძაღლი - დამავიწყდა, რა, ეს წკმუტუნიც მიმწყდარა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ერთი რამ კიდევ, მუხა საყვარელო. დიდი გაჭირვება ედგათ კარის მხატვრებს, განსაკუთრებით მოზარდების ხატვისას. პოზირება დიდხანს ვის შეუძლია, ხატვა კი ნელი პროცესია, თვეობით გრძელდება და თან ბავშვები ტანს სწრაფად იყრიან! ხატვა ხომ ყველაფერთან ერთად, მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ ზოგი ნატურა “გეცვლება”, მით უმეტეს , თუ პორტრეტი მრავალფიგურიანია, ყველაფერი გერევა. ერთი რამ კიდევ, მუხა საყვარელო. დიდი გაჭირვება ედგათ კარის მხატვრებს, განსაკუთრებით მოზარდების ხატვისას. პოზირება დიდხანს ვის შეუძლია, ხატვა კი ნელი პროცესია, თვეობით გრძელდება და თან ბავშვები ტანს სწრაფად იყრიან! ხატვა ხომ ყველაფერთან ერთად, მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ ზოგი ნატურა “გეცვლება”, მით უმეტეს , თუ პორტრეტი მრავალფიგურიანია, ყველაფერი გერევა.
1. საინტერესო რამ მოვისმინე. საინტერესო რამ მოვისმინე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|