ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2026


წასვლა

#ლექსები

ვინც  მხატვრობაში ვერ ერკვევა,  ამაზე ტყუილად მოცდება.

ნინო დარბაისელი

წასვლა

(სალაღობო)

ავიწყვიტე არტახ-ღვედი,
სულ ხელიდან  წაგიხვედი,
რა ტოლი და რა მერვედი,
არა შეგრჩა  არც  მეცხრედი.
ფიჩხს დაურჩა ნაფიჩხედი
და მუნათზე  გადმოხვედი:
- ყოფილხარო მაღლით მხედი,
დაოკდიო ნათავხედი.
წამსვლელს -  ერგოს ბედის ხედი,
დამრჩომს - ფანჯრის რაფა ელის,
თან თავიც აქვს მისახედი.
ცხოვრებაა - რაფაელის
ბრუნი - სამი მეოთხედი!


ახარხარდა დემიურგი,
სარკე! - ზურგი, ზურგი, ზურგი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები