ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2026


უხდებით მამულს, როგორც მთას - შველი...


ვუძღვნი ქალბატონ მაია ბენიას


როდესაც ვნახე სურათი თქვენი,
სასიამოვნოდ გაოცდა გული...
ხართ საოცარი ღიმილის მჩენი,
მშვენიერება გულანთებული.

უხდებით მამულს, როგორც მთას - შველი...
და მღერის ხმალი გადანახული,
გწყალობდეთ ჯვარი, სვეტიცხოველი,
გრემი, გელათი, ოშკი, ხახული.


ოთარ რურუა

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები