ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2026


ბოლო რომაულები

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბოლო რომაულები

რისი დემეტრე ან დამიანე!
აქ თავი გავიადამიანე,
ეს დილა უკვე  ვიადრიანე:
ვისხივიანე, ვიხსოვნიანე,
ათასწლეულებს შევეხმიანე.

რაღა დროსია
სოდომ-გომორა
და კიდობანი ანდა ნოესი,

როდესაც კვდება ანტინოესი,
კვდება ჭაბუკი  ანტინოესი,
ანტინოესი - უსათნოესი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები