 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
აისბერგები
ზემოთ მთაა ყინულისა, წყალქვეშ - რაა, ვინ გაიგებს! დასანახად?! რაც კი მოსჩანს, - აისბერგის წვერია!
რა კარგია, მზა ლექსებს რომ მთლად მუზები გკარნახობენ, რაც ვარსებობ, ყველა ლექსი - ჩემი დასაწერია!
აბა, რა ვქნა, ამ სონეტებს ნაირ-ნაირს, ტერცა რიმას, ვინ კარნახობს მხარზე მჯდომი? ზოგს რა მუზა ჰყოლია!
თუ არ იცი, რა და როგორ, თუნდაც ვერლიბრს დასწერ, გოგო? ზოგიერთმა მუზა ასე როგორ დაიყოლია!
როცა ფიქრობ, ადვილია, სდექ!.. და კარგად დაუკვირდი, რაღაც მართლა გაგიტყუებს, როგორც ტყეში - მომხდარა.
დაცემული გონზე მოხვალ, გაიფიქრებ - “აქ რა მინდა? სულ მარტო ვარ, სისხლიც მომდის? ძირს რამ დამცა, მომხვდა, რა?”
აბა, წვიმა რას უზამდა ამოდენა მიწას - ნაყარს? რა საბჯენი გიშველიდა, დაგინდობდა რა ხევი?
კაცია და გუნებაო, სხვამ - თავისი თვითონ იცის, არ ვენდობი, თუა ლექსი მუზის ნაკარნახევი.
ზოგი - დღემდე მუზას ელის, არმოშიში ვერგაგების, ზოგი მარად დამწყებია, თუმცა შვილად ვერგები.
ტიტანებს და “ტიტანიკებს” ერევიან ვერაგები, დროს ელიან მოცურავე ლექსი-აისბერგები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუხა, ხიდი პოეზიისა, მადლობა სტუმრობისათვის. შემოქმედების ფსიქოლოგია ერთ-ერთი საინტერესო სფეროა საკვლევად. მარტივად, ნამდვილად არსებობს რაღაც განწყობა, რომელიც შემოქმედებით ადამიანს აიძულებს ქმნას. ასე რომ არ იყოს, ყველა მომენტში უნდა შეეძლოს მას რაიმეს შექმნა. მაგრამ იმ მომენტისათვის ის თუ პროფესიონალურად მზად არაა, მხოლოდ განწყობის იმედადაა დარჩენილი, გამოუვა რამე? მიქელანჯელოს, მაგალითად, ადრეული ბავშვობიდანვე გენიალობასთან ერთად ქვაზე მუშაობა რომ არ სცოდნოდა, სამტეხლოში რომ არ ყოფილიყო შეხიზნული, რამეს შექმნიდა? ქვა, მარმარილო ,,შიგნიდან იცოდა”. მუხა, ხიდი პოეზიისა, მადლობა სტუმრობისათვის. შემოქმედების ფსიქოლოგია ერთ-ერთი საინტერესო სფეროა საკვლევად. მარტივად, ნამდვილად არსებობს რაღაც განწყობა, რომელიც შემოქმედებით ადამიანს აიძულებს ქმნას. ასე რომ არ იყოს, ყველა მომენტში უნდა შეეძლოს მას რაიმეს შექმნა. მაგრამ იმ მომენტისათვის ის თუ პროფესიონალურად მზად არაა, მხოლოდ განწყობის იმედადაა დარჩენილი, გამოუვა რამე? მიქელანჯელოს, მაგალითად, ადრეული ბავშვობიდანვე გენიალობასთან ერთად ქვაზე მუშაობა რომ არ სცოდნოდა, სამტეხლოში რომ არ ყოფილიყო შეხიზნული, რამეს შექმნიდა? ქვა, მარმარილო ,,შიგნიდან იცოდა”.
2. ზოგი - დღემდე მუზას ელის, არმოშიში ვერგაგების, ზოგი მარად დამწყებია, თუმცა შვილად ვერგები.
ტიტანებს და “ტიტანიკებს” ერევიან ვერაგები, დროს ელიან მოცურავე ლექსი-აისბერგები!
მომწონა ეს მონაკვეთი +3 ზოგი - დღემდე მუზას ელის, არმოშიში ვერგაგების, ზოგი მარად დამწყებია, თუმცა შვილად ვერგები.
ტიტანებს და “ტიტანიკებს” ერევიან ვერაგები, დროს ელიან მოცურავე ლექსი-აისბერგები!
მომწონა ეს მონაკვეთი +3
1. მუზას სტუმრობა უყვარსო ამბობენ თუ მუზას არ უმასპინძლე მიდის თავისთავადა.
მუზას სტუმრობა უყვარსო ამბობენ თუ მუზას არ უმასპინძლე მიდის თავისთავადა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|