 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 18 მაისი, 2026 |
#ლექსები
მომენატრა ტერცა რიმა - სონეტები. ღიას კიდევ რა უჭირს. ჩაკეტილი - კაი ხანია, აღარ დამიწერია. ნუ, ახლა, იამბური წყობა ქართულად მაინც არ გამოდის სონეტში და მეც, “რიტმულად გავილაღე”. სამაგიეროდ, აქ თერთმეტი მყოფნიდა (3-3-3-2), მე კი სხვა ხაზს გავყევი, ცოტა განვავრცე და 14 ტაეპიანობა “დავიცავი”, შიგადაშიგ ცოტა ალიტერაციები მივუმატე, კეთილხმოვანებისთვის. შინაარსი - კახური ავიღე, დედის გულის გასახარად, ????ამ დღეებში მისი დაბადების დღე მოდის და ბარემ მზად მექნება მისაძღვნელად. რა მოხდა, სხვა რა შერჩება, დაქალებში იამაყოს, ჩემი შვილი მთლად დანტე ალიგიერივით წერსო????
ნინო დარბაისელი
უთქმელობის ტერცა რიმა - დედას (ჩაკეტილი სონეტი - ABA BCB CDC DED AA)
გულში ჩავიდო წყენა და არაფერი ვთქვა? დააყენეო ენა!
ქვა ვარ, უბრალო ქვა, არც შევიმჩნიო რამე, არც ამოვიღო ხმა?
ჰოდა, არც ბრაზი ვჭამე, ვთქვი, რაც სათქმელი იყო, არც დარდი ვაჭაჭანე
და დარდიც გამქრალიყო. წყალს გაჰყოლია თან და ვთქვი, რაც იყო - იყო!
ართქმამ ვინ ააშენა, მენანა დათმენა?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძვირფასო ნინო გადაეცით თქვენ დედას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ადამიანობისთვის , საუკეთესო სურვილებს გიგზავნით, მართალი ბრძანდები, მე დროში შეზღუდული ვარ ისე ავად არასდროს არ ვარ, მიყვარს ეს საიტი თან თქვენი ნაწარმოებია, თუ კომენტარი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, საინტერესოა, მავსებს ლიტერატურულად, კითხვა მიყვარს და ვცდილობ არ გამოვტოვო. ვსვამ თქვენ სადღეგრძელოს. ძვირფასო ნინო გადაეცით თქვენ დედას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ადამიანობისთვის , საუკეთესო სურვილებს გიგზავნით, მართალი ბრძანდები, მე დროში შეზღუდული ვარ ისე ავად არასდროს არ ვარ, მიყვარს ეს საიტი თან თქვენი ნაწარმოებია, თუ კომენტარი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, საინტერესოა, მავსებს ლიტერატურულად, კითხვა მიყვარს და ვცდილობ არ გამოვტოვო. ვსვამ თქვენ სადღეგრძელოს.
2. მადლობა, მუხა საყვარელო! ამას წინათ დედაჩემს ვუთხარი შენზე, რაღაც იშვიათად იხედება ამ ბოლო დროს საიტზე- მეთქი და მისაყვედურა, იქნებ ავადაა, არ უნდა მოიკითხოო?! დავაწყნარე, ვიცი, არაა ავად, უბრალოდ, დაკავებულია და.ვერ იცლის-მეთქი და მიპასუხა, მაინც მგონია, რომ ვალდებული იყავი, პირადად მოგეკითხაო. ეგ თაობა ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად გვჯობია.
მადლობა, მუხა საყვარელო! ამას წინათ დედაჩემს ვუთხარი შენზე, რაღაც იშვიათად იხედება ამ ბოლო დროს საიტზე- მეთქი და მისაყვედურა, იქნებ ავადაა, არ უნდა მოიკითხოო?! დავაწყნარე, ვიცი, არაა ავად, უბრალოდ, დაკავებულია და.ვერ იცლის-მეთქი და მიპასუხა, მაინც მგონია, რომ ვალდებული იყავი, პირადად მოგეკითხაო. ეგ თაობა ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად გვჯობია.
1. შენ გაიხარე ავტორო, დედაშვილიანად რა ტკბილი ენა გაქვს. შენ გაიხარე ავტორო, დედაშვილიანად რა ტკბილი ენა გაქვს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|