სარა ტისდეილი - სასტუმრო დედამიწა
დედამიწის ფუნდუკს გადაჭედილს ხალხით, მივადექი, ღვინო ვთხოვე ერთი ბოთლი, ამარიდა მასპინძელმა სტუმარს თვალი, თითქოს დარწყულებას სთხოვდა ვიღაც ლოთი.
ჩამოვჯექი ქანცგაცლილი, ვთხოვე კრძალვით, ღვინის ნაცვლად მოეტანა იჯრა კვერის, ამარიდა მასპინძელმა სტუმარს თვალი და უსიტყვოდ ჩამიარა მშიერს გვერდით.
შედიოდა სასტუმროში, გარემომცავ სიბნელეში მომლოდინე სულთა ჯგუფი, გაისმოდა გაოცების ხმები, როცა დახვდებოდათ ღრიანცელი, ბრწყინვა სუფრის.
„გთხოვ საწოლი მაინც მომცე, ესდენ დაღლილს, შუაღამე რადგან დადგა, დროა ძილის“, ამარიდა მასპინძელმა სტუმარს თვალი, არ გამხადა ღირსი მისი სახის ხილვის.
„რაკი აქ არც საკვებია, არც ნაალი, აქ მოსვლამდე სადაც ვიყავ, წავალ მგზავრი“ -- ამარიდა მასპინძელმა სტუმარს თვალი და ჩარაზა გარეთ გასასვლელი კარი.
17 მაისი, 2026 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://allpoetry.com/The-Inn-Of-Earth
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, ძვირფასო მუხა, იხარეთ ამ საიტის ყველაზე დიდო გულშემატკივარო და საუკეთესო მკითხველო! დიდი მადლობა, ძვირფასო მუხა, იხარეთ ამ საიტის ყველაზე დიდო გულშემატკივარო და საუკეთესო მკითხველო!
1. შრომატევადია თარგმნა, თუმცა თქვენ ეს შეძელით. შრომატევადია თარგმნა, თუმცა თქვენ ეს შეძელით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|