ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2026


ნაფტალინის კაცი იგი - შექსპირული სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ნაფტალინის კაცი იგი

(შექსპირული სონეტი)

ზამთრის პირას პირველ პალტოს  ის იცვამდა, მგონია.
მყავდა ერთი მოტრფიალე, არ ყმაწვილი, ბებერი.
მოსაუბრე  იმისთანა - მართლაც მონაგონია,
ნაფტალინის სუნი ჰქონდა, გაუნიავებელის.


აქამომდე შემრჩა ასე,  სუნი მოდის  პირველი,
მერე ყველა დანარჩენი -  სულ გონებას მოჰყვება.
ყნოსვითია ხსოვნა  ბევრი,  რაა გასაკვირველი.
წარმოსახვას? - ახსოვს ერთი  ვინმე ფერმკრთალლოყება.

ძილში ? ძილი-  ოხერია! ვის დამორჩილებია!
ხან  დაგაფრთხობს  ჩაძინებულს ერთი გაფაჩუნება,
ნაფტალინის  ბაღში  ხარობს,  ვარდის ნაშვილებია,
ხანაც - თოვლად მეფინება,  ძილში მეხრაშუნება.

ეჰ, რას იზამ! თურმე როცა აღარავის არ ელი,
ბრუნდებიან  გარდასული მეტრფე-მოტრფიალენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები