შენი სიჩუმე წვიმასავით მოწყენილია და მე არ ვიცი სად ხარ, როცა დგახარ მდუმარედ. იქნებ რაიმე საერთო გვაქვს იმ ერთ ტკივილთან, ჰოდა ნუ იტყვი, თუ ასეა,მართლაც ნურაფერს. აღარ ხმაურობს ქარი, თუმცა მაინც დაჰქროლავს და ქუჩა_ქუჩა დაატარებს სიზმრებს წუხანდელს. მე თუ სიშორე მგონია და შენ კი ახლოს ხარ, მაშინ ეს წვიმა უსამართლოდ რატომ წუხს ამდენს?! ადრე ქუხდა და მერე წვიმდა, თანაც შხაპუნით . შენ სხვანაირი მზერა გქონდა,.თითქოს ელავდი. ვერ დაიწყება ვერაფერი ახლა სხვა ფურცლით და ვერაფერი შეიცვლება ახლა ვერაფრით.