ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2026


ჩემი პოეზია მხოლოდ ქართულია

ჩემი პოეზია მხოლოდ ქართულია,
საქართველოსია, დაო!
ქვეყნის სიყვარული მარადიულია,
მელის კლარჯეთი და ტაო!

ჩემი პოეზია მხოლოდ ქართულია,
მამულს ეკუთვნის და ვხარობ!
მჯერა: არ დაშრება, დაუშრეტელია
ჩვენი სიყვარულის წყარო!

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები