ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2026


ბატონი იქსი - სონეტი მაგრიტს

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ბატონი იქსი -  სონეტი მაგრიტს

(“სიტყვა ნაწყვეტი გამოგვიცხადებს უფრო მეტს,  ვიდრე მთელი პოემა” - გალაკტიონი)

ამბობთ ცოტას და გულისხმობთ მრავალს,
თქვენსას არ  ამხელთ თავგადასავალს,
ამასობაში ეს ჟამიც გავალს.
ვინ გადებთ, რა - ვალს?

ხართ  ცეცხლოვანი, არდახვეწადი,
არდავარდნადი, არც რის ხვეწადი,
საცაა,  გავა  ეს წელიწადი.
“- არ მოგწონს?! -  წადი!”

ხართ - ჯოჯოხეთის მდინარე -  სტიქსი,
მდუმარე სფინქსი,  ცეცხლის ფენიქსი,
ჩამონათვლისა  მე დამრჩა იქ სი…
თქვენ კი  გამქრალხართ - ბატონი იქსი!

ღამე ვათეთრე და გავახამე,
მაგრიტს კი მაინც ვერ შევეხამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები