ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2026


სონეტი პოეტებსა და კრიტიკოსებს


#ლექსები
ნინო დარბაისელი

სონეტი პოეტებსა და კრიტიკოსებს

(“ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!”-  გალაკტიონი
“პოეზია - ენის ზარდახშაა. გამართულად მწერი პოეტებისადმი  ანუ ჩვენი ენის გადამრჩენებისადმი აწ  არა - კრიტიკა,  მადლიერება გვმართებს!” - ნინოლო მაკიაველი)

ენა, მამული, რწმენა -
მოსაფრთხილებლად  გვერგო,
თავისა შესარცხვენად, -
- ხელში გვაკვდები ნერგო,

წინაპართაგან რგულო!
სხვა ენებს არას ვერჩი.
მიბაძვით დაკარგულო,
პოეტებს მაინც შერჩი!

ცა რისხვით მოგვიბრუნდა,
წასვლისკენ დავიცერეთ.
წეროთ  ქართულად უნდა,
ოღონდ ქართულად წერეთ!

საფრთხეს ვერა გრძნობთ ჯერეთ?
- ეს სიტყვა დაიჯერეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები