ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2026


ეგზისტენციური სონეტი

SOS !!!! რამე იდეა ხომ არა გაქვთ, კიდევ რა ვუყო შექსპირულ სონეტს!
თემა, მოტივი,  ჟანრი . ფორმა…. და მისთ.
არაფერი აღარ მაფიქრდება.
ფილოსოფიურ მოძღვრებებზე-ღა გადავედი, მათ ადაპტაციასა  და ვულგარიზაციას ვეწევი.

  #ლექსები

ნინო დარბაისელი

ეგზისტენციური სონეტი

რომ შეგიყვარო,  უნდა ვიყო,
მე კი  - არა ვარ!
მსურდა მეც  ჟამი დამდგომიყო,
მემასხარავა,

მეც  გამერღვია  ამ ცხოვრების
მქირდავი ბადე,
მყოლოდა  ჩემი უპოვრებიც,
არ დავიბადე!

იქნებ მეც ცოდვა ჩამედინა,
ბევრიც მეშოვა,
თავქვე მდინარედ მეც მედინა,
უნუგეშო ვარ,

მე არ ვყოფილვარ!  -  უნდა ვიყო,
რომ დაგივიწყო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები