როცა ძალიან დავიღლები, როცა ძალიან მომიჭერს სულზე მარტოობა, სივრცეს გავცქერი, საქმე არა მაქვს ,მაგრამ მაინც, სულ არ მცალია, არაფერი მაქვს მოსათხრობი , არც დასაწერი . ვუყურებ ცაზე მღვრიე ღრუბლებს, როგორც მამონტებს, მიდენის ქარი საბალახოდ, მთებზე, სახრეთი . ასე ვიჯდები ხვალ დილამდე, ხვალ საღამომდე, იქნება ქარმა მიჩურჩულოს, საით წახვედი . რეკავს ზარები ეკლესიის .აი,დიდუბე. რეკავს ნაცნობი,მეგობარი,მტერი , მოკეთე. და გულში , როგორც წყალსაცავში , ცრემლებს ვიგუბებ , სანამ შევდგები ეშაფოტზე- კისერს მომკვეთენ. სად გაჰქრით ჩემო ზმანებებო, ჩემო ქარისგან გადარეკილო ოცნებებო, დიდო მიზნებო. ამ ღრუბლიანში რა ჯანდაბამ გაგახალისათ ? საით მიძვრებით ? მეც წამოვალ , ლეგა ნისლებო. დავტოვებ ქალაქს, ასპიტივით ცივს და გესლიანს, და წავალ, წავალ,მოვიხევი,ავითესები. რავი , სად წავალ? ალბათ ,სადაც უკეთესია! სადაც სიმშვიდეს მოვიპოვებთ მე და ლექსები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. show must go on!.. 5 show must go on!.. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|