ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ივნისი, 2026


დამიბრუნე

დამიბრუნე ნარინჯისფერი, საოცარი ბავშვობა...
მუჭანახევარა მატრაკვეცა,
კიკინებიანი დედოფალა, სასახლე რომ ვერა და ვერ აუგეს დევებმა...
მზეთუნახავის გრძელ ნაწნავზე მცოცავი ბრწყინვალე ფრაზები და სამყაროს განათებული დღესასწაული ჩემს თვალებში...
დამიბრუნე -
სიზმრებს ადევნებული, ჭრელა-ჭრულა პეპლის ფრთა,
მე რომ სასთუმლად მეგებოდა,
სასახლის ფანჯარა, რომლიდანაც მომავლის რწმენა ხელს მიქნევდა და მიზიდავდა ერთიციდას ჩასახუტებლად..
დამიბრუნებ???
ქუსლით გასრესილ, პირველად ახსნილ სიყვარულზე დაკრულ პირველ გამხმარ ვარდის ფურცელს
და მზეთუნახავს, რომელმაც საკუთარ თმაზე მცოცავ უფლისწულს თმის ღერები უნდობლად გადაუჭრა...
დამიბრუნე ნარინჯისფერი, საოცარი ბავშვობა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები