ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2026


მომყვებოდა შენი მზერა

სიო ელამუნებოდა
გრძელი კაბის კიდეებს,
მოვდიოდი, სუნთქვით მთების
სურნელება მომქონდა...
დამშვიდობებისას ბგერას
გამიცვლიდი კიდევ ბევრს –
შორი ფანტაზიებიდან
ცხადად ქცეულ გოგონას.

თუმც შეხვედრა შემთხვევითი
იყო – არახანგრძლივი,
მაცილებდი ისე, როგორც
ძვირფას ვინმეს ისტუმრებ...
ჩემი მოკლე ნაბიჯებით
იზრდებოდა მანძილი,
მომყვებოდა შენი მზერა
პერფექციონისტული.

ჯერაც ისევ დილის სუსხი
იდგა ზღვისფერ ქალაქში,
გვეტყობოდა ერთმანეთით
უხმო აღფრთოვანება...
ზოგჯერ, როცა მგონია, რომ
ამ ფურცელსაც გადავშლი –
მეტმასნება მოგონება
და თავს აღარ მანებებს.
https://youtu.be/SeoBuX2wKY8?si=vg0d47ItOBNC8u9r

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები