ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2026


მელანქოლია

მივიდოდით ბილიკზე მე და მელანქოლია,
ღამემ მითხრა სიბნელის თანამგზავრი შენია,
მეტი აზრი და ფიქრი დღეს მე არა მქონია,
გადის ასე დღეები,სხვა რაღა დამრჩენია.

გულის ბნელი კუნჭული ავსებული სასმისად,
გადმოღვრილი იმედი და გონებით ჭიდილი,
დრომ გამთელა, სიტყვები დადუმდება გაისად,
მე დამჩემდა სიტყვა და სიტყვით ასე სიცილი.

შარა გზაზე ხიდია სულ მელოდა მარტოსულს,
ასე ალბათ ხიდებიც ჩატყდებიან თავისით,
სიცოცხლეზე ვბრაზობდი, აზრებს ასე გადმოსულს,
ვერ იწამებს ზაფხულად გარდასული მაისი,

გულში ცივი ქარი ქრის,აქაც თურმე მდევნიან,
და სიყვარულს ნაჩვევი ჩემი ბაგე ცივია,
ველოდები წვიმებს და დარებს ისევ ხვევნიანს,
მე მა წვიმის ფასიც კი თურმე არა მივლია,

სიყვარული სიცილად, სადაც მსურდა ერთობა,
მე განვიცდი სიშლეგეს უსიამო დაისის,
მინდოდა რომ სიშიშვლე შენთვის გადმომელოცა,
აღარ მინდა ზაფხული,მომენატრა მაისი.


თ.გუბელიძე




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები