ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2026


ორი სონეტი - ზაფხული. ღორეშა და უძაფო ლანდისა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

უძაფო ლანდისა
  (სონეტი)


ხარ ხელცარიელი? თვალს რატომ მარიდებ?
ჩემი ხმა არ გეცნო?  რატომ იძაბები?
ჯიბეში  ბოლო დროს არაფერს არ იდებ?
ან დაპირებული სადაა ძაფები!

ჩააბამ  ერთმანეთს, დავკვანძავ, დაახვევ,
გორგალს  ამოიყვან სწრაფს,  შიგმომდინარას.
მრგვლისათვის - ძველ გაზეთს ყუას ჩამოახევ,  - ამის გახსენებამ ცრემლი მადინა რას!

ყოფაში -  გაძლება არაა ადვილი,
ვიღაც -  დამღლელია, მძიმეა, ბარგია,
ამქვეყნად არავის  არ ჰყოფნის ადგილი.
იმქვეყნად წასული - სუყველაც კარგია.

- ახსოვთ და წასულებს სხვა რაღა  უყონო -
- თქვი, ბებო,  გაქრი  და  დამტოვე უღონო!

ნინო დარბაისელი

ზაფხული. ღორეშა

შენ გეცვა  წინდები და  ბაცი კაბები,
ოქროს  კულულებში  - სამაგრი ყვავილით.
იმ ზაფხულს გადამხდა  მთავარი ამბები
მე  - თმაგადაკრეჭილს, შავტუხას - ყვავივით.

ფეხი გაგიცურდა, ჩავარდი სკორეში,
მე - გამოვექანე და ხელი დაგტაცე,
არ დაგსვი, ვამტვერე შარაგზა  ღორეშის,
ბიჭური ძალ-ღონე  უკვირდათ გზად კაცებს.

დილას მოგაკითხე და წაუყვანიხარ…
შენთვის მონაკრეფი შემრჩა ყვავილები.
მოხუცმა დარაჯმა ზედ დამკრა ხელი მხარს-
- სეზონზე დაკეტეს, გეთაყვა, ვილები!
,
მელოდა სარწყავი, ჩემი სარგავი და
აღარც შემხვედრიხარ,  ცხოვრება - გავიდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები